Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ზურაბ დავითაშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ორგანიზებით 2023 წლის 26 ოქტომბერს ტარდება პროფესორ ზურაბ დავითაშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. ერთ სტუდენტს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ერთი აბსტრაქტის ავტორი/თანაავტორი. ერთი მოხსენების ავტორი/თანაავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი.

 

კონფერენციის თემაა: რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გავლენა საერთაშორისო წესრიგზე

 

მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა 20 სექტემბრიდან 24 სექტემბრის 23:00 საათამდე უნდა ატვირთოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: socpol.science@tsu.ge.

ელ.ფოსტის სათაურში მითითებული უნდა იყოს „პროფესორ ზურაბ დავითაშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია“.

მიმოწერაში ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელიც (ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი), რომელმაც საპასუხო წერილით მოხსენების რეკომენდაცია უნდა დაადასტუროს.

აბსტრაქტის შერჩევის შედეგები გამოქვეყნდება  4 ოქტომბრამდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge